მთავარისაქართველოალექსანდრე წულაძემ განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

ალექსანდრე წულაძემ განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

ალექსანდრე წულაძემ განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა. მან თქვა, რომ თანამდებობას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„მინისტრობის პერიოდში სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად განათლების ყველა საფეხურის ხარისხის ზრდის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის, არაერთ ნოვატორულ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, რომელთა ბოლომდე მიყვანას მჯერა, რომ ახალი მინისტრი უზრუნველყოფს“, – წერს ალექსანდრე წულაძე.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას ალექსანდრე წულაძე 2024 წლის 2 ოქტომბრიდან იკავებდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend