კატეგორიები

ზვიად რატიანის პოეზია რუსთაველზე

ზვიად რატიანის პოეზია რუსთაველზე

28 ივნისს, გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე, ზვიად რატიანის ლექსები წაიკითხეს. საჯარო კითხვაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი 23 ივნისს, საღამოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციაზე დააკავეს. 25 ივნისს კი, ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს – პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ზვიად რატიანის ლექსების კითხვა საქართველოს პენცენტრის ორგანიზებით „საპროტესტო აუდიტორიაში” ილიასა და აკაკის ძეგლთან საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები