„ერთ კვირაში ამდენი პოლიტპატიმარი არათუ საქართველოს, არამედ ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს“, – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 27 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე.
მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ პასუხი იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება, ერთიანობაა. მანვე აღნიშნა, რომ 29 ივნისს პარლამენტთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება.
„ამ კვირას ალბათ ყველა ძალიან მძიმე კვირად აღიქვამს. ერთ კვირაში ამდენი პოლიტპატიმარი, არათუ საქართველოს, არამედ ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს. ის, რაც ხდება, იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ – ის ფაქტი, რომ პლატფორმის პრაქტიკულად ყველა ლიდერი ციხეშია, აჩვენებს თუ რამდენად აწუხებთ მათ ეს წინააღმდეგობის ერთობა. ამიტომ პასუხი იმაზე, რაც ხდება, კიდევ ერთი ნაბიჯია წინ. ერთი ნაბიჯი წინ ნიშნავს ერთ ნაბიჯს ერთობაში – ყველას ერთად დგომას. ამისი საშუალება გვეძლევა კვირას”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.