მთავარისაქართველომწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები ზვიად რატიანის მხარდასაჭერად

მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები ზვიად რატიანის მხარდასაჭერად

„პენ საქართველო“, „საქართველოს წიგნის ასოციაცია“, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებულები ზვიად რატიანის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ და შეშფოთებას გამოთქვამენ პოეტის დაკავების გამო.

ისინი იხსენებენ გასული წლების განმავლობაში ზვიად რატიანზე სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის ფაქტებს.

მათ შორის საპროტესტო აქციებზე პოეტის დაკავებას და განმარტავენ, რომ მაშინ ძალადობის იმ ეპიზოდს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია; “რომ არცერთ პოლიციელს, პროკურორს, მოსამართლეს კომენტარი არ გაუკეთებია სამართალდამცველი ორგანოების მიერ წაქცეული ადამიანის სახეში წიხლებით ცემაზე”.

ციტატა განცხადებიდან:

“სამაგიეროდ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა ერთხმად დაგმეს ზვიად რატიანის ქცევა, როდესაც მან სისტემურ ძალადობაზე სათქმელი იმ ფორმით გამოხატა, რომელიც კანონსაწინააღმდეგოა, მაგრამ სასჯელი ამ ქმედებისთვის მხოლოდ ჯარიმას შეიძლება ითვალისწინებდეს.

მოვუწოდებთ მართლმსაჯულების ორგანოებს, იხელმძღვანელონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ჰუმანიზმის სტანდარტებით, იმოქმედონ კეთილგონიერების, პროპორციულობის პრინციპით.

როგორც ეს 25 ივნისს სასამართლოზე თქვეს ზვიად რატიანმა და მისმა ადვოკატმა, არ არსებობს მის მიერ დანაშაულის ჩადენის ან ქვეყნიდან მიმალვის არანაირი საფრთხე ან გონივრული ეჭვი, ამრიგად, გაუმართლებელია 14 აგვისტომდე ზვიად რატიანის პატიმრობაში დატოვება.

შესაბამისად, ვითხოვთ დაკავებულის გირაოთი გათავისუფლებას სასამართლო პროცესამდე, ადვოკატის მოთხოვნის თანახმად”, -წერია „პენ საქართველოს“, „საქართველოს წიგნის ასოციაციის“, ქართველი მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლების და ლიტერატურის სფეროში დასაქმებულების განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend