მთავარისაქართველო„კარდაკარ”- თბილისში პატრონიანი ცხოველების შემოწმების შედეგები

„კარდაკარ”- თბილისში პატრონიანი ცხოველების შემოწმების შედეგები

რა ვალდებულებები აქვთ ცხოველების მეპატრონეებს და რა რეკომენდაციებს იღებენ შემოწმების დროს სააგენტოს წარმომადგენლებისგან – ამ თემაზე „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორმა, გიორგი კობიაშვილმა ისაუბრა.

მან ყურადღება გაამახვილა პროექტის მიმდინარეობაზე და იმაზე – რა დარღვევები გამოვლინდა ამ პერიოდში. მისი თქმით, პროექტის „კარდაკარ“ მიზანია ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების გაუმჯობესება და მეპატრონეების ცნობიერების ამაღლება.

“დავიწყეთ პროექტი „კარდაკარ”, რადგან ყოველდღიურად ქუჩაში უმეთვალყურეოდ დატოვებულ პატრონიან ცხოველს ვხვდებით, რომლის იდენტიფიცირებაც შემდეგში ვერ ხდება. სწორედ ეს არის ნომერ პირველი წყარო მიუსაფარი ცხოველების გამრავლების. ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, რადგან მოსახლეობის ცნობიერება საკმაოდ ამაღლებულია. ამ ერთი თვის განმავლობაში რაც პროექტი დაიწყო, მისამართზე მისვლისას ხალხმა იცის, რომ არსებობს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვთავაზობთ, ცხოველის „ ჩიპირებასა“ და ვაქცინაციას მისამართზე. მაგრამ სამწუხაროდ მისამართზე ნაკლებად გვხვდება გასტერილებული და რეგისტრირებული პატრონიანი ცხოველი და ეს არის სწორედ იმის მანიშნებელი რომ საჭიროა ასეთი პროექტის განხორციელება ახლაც და მომავალშიც. ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილებით, დედაქალაქში ყველა მეპატრონე ვალდებულია რომ საკუთარი ცხოველი „დაჩიპოს“, გაუკეთოს ვაქცინაცია შეუქმნას მინიმალური პირობები სახლში ცხოვრებისთვის და მეტისის შემთხვევაში გასტერილოს. ძირითად შემთხვევაში ეს მოვლა-პატრონობის წესები არის დარღვეული”, – ამბობს „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორი გიორგი კობიაშვილი.

პროექტი 23 მაისიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში  ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები თითოეულ ოჯახში მიდიან და  ამოწმებენ არის თუ არა ცხოველი ვაქცინირებული, სტერილიზებული ან კასტრირებული, ასევე ამოწმებენ მათ საცხოვრებელ პირობებსაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend