მთავარისაქართველოგაერთიანებული სამეფოს სანქციები: სახელმძღვანელო ქართული ბიზნესისთვის

გაერთიანებული სამეფოს სანქციები: სახელმძღვანელო ქართული ბიზნესისთვის

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ავრცელებს სანქციების შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შედგენილ ახალ სახელმძღვანელოს, რომელიც საქართველოში მოქმედი ბიზნესების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

საელჩოს განცხადების თანახმად, „სახელმძღვანელო ასახავს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობას სანქციებთან დაკავშირებით და წარმოადგენს პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც ბიზნესებს დაეხმარება სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვაში“.

გამოქვეყნებულ გზამკვლევში ნათქვამია, რომ დიდმა ბრიტანეთმა და მისმა საერთაშორისო პარტნიორებმა უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები განახორციელეს რუსეთის წინააღმდეგ და სანქციები მათაც ემუქრებათ, ვინც ფლობს, აკონტროლებს ან ჩართულია საქმიანობაში, რომელმაც „შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის უკრაინაში შეჭრას“.

„გაერთიანებული სამეფოს სანქციები მიზნად ისახავს:

აიძულოს რუსეთი, შეწყვიტოს საქმიანობა, რომელიც დესტაბილიზაციას იწვევს უკრაინაში, ან ძირს უთხრის მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას;

აიძულოს რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდა 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის, ზარალის ან დანაკარგის გამო.

გაერთიანებულმა სამეფომ მკაფიოდ განაცხადა, რომ სანქციები ძალაში დარჩება ამ მიზნების მიღწევამდე“, – ვკითხულობთ გზამკვლევში.

სახელმძღვანელოში განმარტებულია ისიც, თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოში მოქმედი ბიზნესებისთვის:

„რუსეთი ყველაფერს აკეთებს სანქციების გვერდის ავლისთვის და განაგრძობს დასავლური სამხედრო, ორმაგი გამოყენების და სხვა პოტენციურად საშიში საქონლის, მათ შორის, საბრძოლო ტექნოლოგიების, შესყიდვას მესამე ქვეყნებისგან. რუსეთი ეყრდნობა თვალთმაქცურ ტაქტიკას, როგორებიცაა არაპირდაპირი გადაზიდვის მარშრუტები, საქონლის საბოლოო გამოყენების გაყალბება და თავის არიდების პროფესიონალური ქსელები.

მაგალითად, საქართველოს კონტექსტში ეს შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

საქართველოში მოქმედმა კომპანიამ შეიძლება მიიღოს შეკვეთა რუსი იმპორტიორისგან იმ საქონელზე, რომელზეც  ვრცელდება გაერთიანებული სამეფოს სანქციები და ამიტომ მისი მიღება შეუძლებელია უშუალოდ გაერთიანებული სამეფოდან.

ქართული კომპანია შეუკვეთს საქონელს მიმწოდებელს გაერთიანებული სამეფოდან ისე, რომ არ აცნობებს მას ან სხვა მონაწილე პირებს (როგორიცაა ბანკები, დამზღვევები, გადამზიდავები), რომ საქონლის საბოლოო მომხმარებელი იმყოფება რუსეთში.

გაერთიანებული სამეფოს მიმწოდებელს საქონელი გადააქვს ქართულ კომპანიაში, რომელიც შემდეგ ახდენს მის რეექსპორტს რუსეთში.

ამ ტიპის და სხვა ამის მსგავსი პრაქტიკა სანქციების გვერდის ავლას წარმოადგენს. ამ რისკებმა შეიძლება გავლენა იქონიოს მიწოდების ჯაჭვის ყველა მხარეზე, მიუხედავად მათი ჩართულობის ფორმისა და ზომისა. დიდმა ბრიტანეთმა G7 პარტნიორებთან ერთად განაცხადა, რომ მიიღებს ზომებს გვერდის ავლის დასაძლევად“, – წერია სახელმძღვანელოში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „გაერთიანებული სამეფოს გარეთ არსებული პირები, რომლებიც ხელს უწყობენ გაერთიანებული სამეფოს სანქციებისთვის გვერდის ავლას, გარკვეული რისკების წინაშე დგანან“ და განმარტებულია, თუ როგორი სახე შეიძლება მიეცეს ამას პრაქტიკაში:

„გაერთიანებული სამეფოს ყველა კომპანიამ და ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ შეიძლება უარი თქვას თქვენთან, ისევე როგორც იმ ორგანიზაციებთან ბიზნესის კეთებაზე, რომლებსაც ფლობთ ან აკონტროლებთ. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ გაერთიანებული სამეფოს კომპანიები უარს ამბობენ თქვენთვის საქონლის მიწოდებაზე, თქვენგან საქონლის შეძენაზე, თქვენი აღჭურვილობის შეკეთებაზე ან მომსახურებაზე, ან პროფესიონალური და საქმიანი მომსახურების გაწევაზე.

გაერთიანებული სამეფოს ყველა ბანკმა და ბევრმა საერთაშორისო ბანკმა შეიძლება გაყინოს თქვენი ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი განკარგავენ და უარი თქვას თქვენს მომსახურებაზე.

თუ გაერთიანებული სამეფოს კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ დაზღვევა ან გადაზიდვა/სატვირთო მომსახურება, ისინი ასევე უარს იტყვიან თქვენს ბიზნესთან რაიმე კავშირზე, თუ თქვენ ან რომელიმე სხვა მხარე ან მასთან დაკავშირებული საქონელი სანქცირებულია“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend