მთავარისაქართველოპარლამენტი „გახარია - საქართველოსთვის” დეპუტატებს მანდატებს შეუწყვეტს

პარლამენტი „გახარია – საქართველოსთვის” დეპუტატებს მანდატებს შეუწყვეტს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში 26 ივნისის სხდომაზე განაცხადეს, რომ მომავალ კვირას, 30 ივნისს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის დასკვნას მოამზადებს.

„ქართული ოცნების” დეპუტატების თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით დადგა.


.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ XI მოწვევის პარლამენტში 12 დეპუტატით არის წარმოდგენილი. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, პოლიტიკური გაერთიანება სხვა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend