მთავარისაქართველოევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო

ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა. ამის შესახებ დღეს, 25 ივნისს ბრიფინგი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გამართა.

ორგანიზაცია დავობს მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასა და ჟურნალისტის სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არაერთ პროცედურულ დარღვევაზე.

საიაში თქვეს, რომ  საქმეს შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსი მიენიჭოს. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებითვე, საქმის არსებითი განხილვა საკმაოდ მალე, საჩივრის წარდგენიდან 2 თვეში დაიწყო.

როგორც საიაში აღნიშნეს, სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს მიმართა ვრცელი შეკითხვებით საჩივარში მითითებული ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, საქმისწარმოების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე უნდა  წარადგინოს პოზიცია მზია ამაღლობელის თავისუფლების უფლებისა და ამასთან კავშირში სხვა დარღვევებთან მიმართებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend