მთავარისაქართველო„რადიო თბილისის“ მფლობელი აცხადებს, რომ კომპანიის ანგარიშები და ქონება დაუყადაღეს

„რადიო თბილისის“ მფლობელი აცხადებს, რომ კომპანიის ანგარიშები და ქონება დაუყადაღეს

„რადიო თბილისის“ მფლობელი და დირექტორი, რამაზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მედიაკომპანიის ანგარიშები და ქონება დაუყადაღეს.

როგორც ის აცხადებს, მის კომპანიას წლების განმავლობაში გააჩნია აღიარებული დავალიანება საგადასახადო ორგანოების მიმართ, თუმცა ეს არასდროს გამხდარა მედიასაშუალების ანგარიშების დაყადაღების მიზეზი. ვინაიდან, მისი თქმით, წლებია  დავალიანება  სხვა მედიასაშუალებებსაც აქვთ და ეს ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა საქართველოში.

მისივე განცხადებით, “რადიო თბილისმა” ლიცენზიის ვადის გაგრძელების მიზნით 20 ივნისს კომუნიკაციების კომისიის წესების სრული დაცვით, ბიუჯეტში საჭირო თანხა გადარიცხა, ამ ფონზე კომპანიის ანგარიშები დაყადაღებულია და როგორც ის ამბობს, არსებობს საფრთხე, რომ მაუწყებელმა ლიცენზია ვეღარ მიიღოს.

თავად რამაზ სამხარაძე კომპანიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას მის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუკში გავრცელებულ კრიტიკულ პოსტს უკავშირებს, სადაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრს, სოზარ სუბარს მიმართავს და კომისიაში დაბარებას ითხოვს:

“სოზარ, გამომიძახეთ კომისიაზე სიამოვნებით მოვყვები როგორ ნაწილდებოდა მიშას დროს სარეკლამო ბაზარი და…

— როგორია სურათი დღეს – თქვენი მმართველობის პირობებში;

— როგორ არ მუშაობს ანტიმონოპოლიური სამსახური;

— როგორ იგებენ „სწორად მართული“ მედიაკომპანიები სახელმწიფო ტენდერებს;

— როგორია კორუფციული ჯაჭვები და „ატკატების“ სქემები;

— და როგორ იკვებება ახლანდელი პროპაგანდისტული მედია სახელმწიფო ბიუჯეტით”

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend