მთავარისაქართველოგავიგოთ, რამდენი ვართ … - საქართველოს 2024 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი...

გავიგოთ, რამდენი ვართ … – საქართველოს 2024 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები

საქართველოს 2024 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები ცნობილია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 914 ათასია, საიდანაც 53% ქალია, 47% კი კაცი.

ეს მაჩვენებელი 2014  წლის აღწერასთან შედარებით 5,4 %-ითაა გაზრდილი – ამის შესახებ დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ 2014 წელთან შედარებით ასევე გაზრდილია ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობაც.

გარდა ამისა, საქსტატი მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგიის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას. უწყების ცნობით, საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

საქსტატისვე ცნობით, აღწერაში ჩართული იყო 12 500-ზე მეტი თანამშრომელი და წელს ასევე პირველად იყო შესაძლებელი ონლაინრეგისტრაციაც. აღწერის საბოლოო შედეგები 2026 წლის ივნისში გახდება ცნობილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend