კატეგორიები

„ეს შესაძლოა ბოლო პროცესია, რომელსაც მედია აშუქებს” – მორიგი სხდომა ნიკა კაციას საქმეზე

„ეს შესაძლოა ბოლო პროცესია, რომელსაც მედია აშუქებს” – მორიგი სხდომა ნიკა კაციას საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაციას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა და დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მოწმეებს – გამომძიებელსა და ექსპერტს უსმენენ.

„ეს შესაძლოა ბოლო პროცესია, რომელსაც მედია აშუქებს, რადგან რეჟიმი ვიდეოგადაღების აკრძალვას აპირებს… ცოტა დაგაგვიანდათ, რადგან სიმართლე უკვე მთელმა მსოფლიომ იცის“, – თქვა ბრალდებულმა სხდომის დაწყებისას.

ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. იგი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და მის დაკავებას საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს. დანაშაული, რომლის ჩადენასაც პროკურატურა მას ედავება, 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღესვე, 25 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული სხვა პირების პროცესებიც არის ჩანიშნული – სასამართლო სხდომები უნდა გაიმართოს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძისა და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 19 წლის საბა ჯიქიას საქმეებზეც.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები