კატეგორიები

ელენე ხოშტარია 5000 ლარით დაჯარიმდა

ელენე ხოშტარია 5000 ლარით დაჯარიმდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი, ელენე ხოშტარია 5000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს, თავად პოლიტიკოსი არ ესწრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

საქმე 28 მარტს პარლამენტთან მომხდარ ფაქტს უკავშირდება. მაშინ ელენე ხოშტარია ადმინისტრაციული წესით დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით. ეს მუხლები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები