მთავარისაქართველორუსი ტურისტების კრიტიკის გამო აფხაზეთში ე.წ. ტურიზმის სამინისტროს თანამშრომელი გაათავისუფლეს

რუსი ტურისტების კრიტიკის გამო აფხაზეთში ე.წ. ტურიზმის სამინისტროს თანამშრომელი გაათავისუფლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ტურიზმის სამინისტროს თანამშრომელი სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მან რუს ტურისტებზე უარყოფით კონტექსტში ისაუბრა.

„ტურისტები, რომლებიც აქ 300 რუბლით ჩამოდიან, არაფერს ყიდულობენ, ისინი „დოშირაკით“ იკვებებიან. მგონია, რომ ასეთი ტურისტი ჩვენ არ გვჭირდება“, – თქვა ქრისტინა ლაკერბაიამ რუს ტუროპერატორებთან საუბრის დროს.

მისი ეს სიტყვები სწრაფად გაავრცელეს რუსულმა მედიებმა, რამაც რუსეთის მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. მალევე ლაკერბაია სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მომხდარს გამოეხმაურა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტიც.

„მე, ისევე როგორც აფხაზების უმრავლესობა, ღრმად ვარ იმედგაცრუებული ტურიზმის სამინისტროს თანამშრომლის განცხადებით ჩვენი სტუმრების მისამართით“, – განაცხადა ბადრა გუნბამ.

მისი თქმით, აფხაზი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით და მსგავსი ინციდენტები ქვეყნის იმიჯს ლახავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend