კატეგორიები

„კანონის დარღვევა არავის უნდა ეპატიოს!”- კახა კალაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებაზე

„კანონის დარღვევა არავის უნდა ეპატიოს!”- კახა კალაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებაზე

სასამართლოს მიერ რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერისთვის პატიმრობის შეფარდებას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პოლიტიკოსებმა კანონი დაარღვიეს, როცა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდნენ. კანონის დარღვევა კი მისი თქმით, არავის უნდა ეპატიოს.

კახა კალაძემ თქვა, რომ პოლიტიკოსებს საზოგადოების წინაშე მეტი პასუხისმგებლობა აქვთ და პოლიტიკოსის სტატუსი კანონის დარღვევისას შემაკავებელი ვერ იქნება.

„მგონი, ყველამ კარგად ვიცით, თუ რატომ არიან ეს ადამიანები დაკავებულები. კანონი დაარღვიეს, არ გამოცხადდნენ კომისიაზე. პოლიტიკოსის ან ნებისმიერი  სტატუსი ვერ იქნება წამახალისებელი კანონდარღვევად.

როდესაც საუბარია პოლიტიკოსებზე, ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს საზოგადოების წინაშე. კანონის დარღვევა არავის უნდა ეპატიოს!

რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, რა თქმა უნდა, ჩვენ, ხელისუფლება და ყველა ვალდებულები ვართ, პატივი ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას.

პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება შემაკავებელი, როდესაც კანონს არღვევ. ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონმდებლობასა და კონსტიტუციას”, განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები