მთავარიEuropean Unionევროკავშირი ისრაელთან პარტნიორობის შეჩერების საკითხს განიხილავს

ევროკავშირი ისრაელთან პარტნიორობის შეჩერების საკითხს განიხილავს

კაია კალასი,  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ისრაელს ღაზაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისთვის აკრიტიკებ და ქვეყანას მოუწოდებს, ვითარების დაუყოვნებლივ გაუმჯობესებისკენ.

კალასი ამბობს, რომ ისრაელი არღვევს ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმების მეორე მუხლს და შესაბამისად, ევროკავშირი ქვეყნისთვის დამატებითი ზომების მისაღებად იმსჯელებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, რომ ღაზაში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევების გამო, ევროკავშირმა შესაძლოა, შეაჩეროს პარტნიორობა ისრაელთან. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ევროკავშირი ივლისში  დამატებითი ზომების თაობაზე იმსჯელებს,  თუ ისრაელი არ გამოასწორებს ღაზაში არსებულ ვითარებას.

„ანგარიში ყველასთვის ნათელია. აუცილებლად უნდა გამოსწორდეს ვითარება ღაზაში. ისრაელი არღვევს შეთანხმების მეორე მუხლს. ჩვენი მიზანი არა ისრაელის დასჯა, არამედ ღაზის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა“, – აცხადებს კაია კალასი.

რამდენიმე დღის წინ, კაია კალასმა ბლოკის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს რვაგვერდიანი ანგარიში წარუდგინა. მასში დეტალურადაა აღწერილი, რომ ისრაელი არღვევს შეთანხმების პუნქტს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებას ითვალისწინებს.

ამ ანგარიშის მიხედვით, ისრაელი ბლოკავს ჰუმანიტარულ დახმარებას, მიაქვს იერიში საავადმყოფოებზე და პალესტინელებს იძულებით ასახლებს ტერიტორიიდან. დოკუმენტი წარადგინეს რეგიონული დაძაბულობის გამწვავების ფონზე, როდესაც ისრაელმა სამხედრო მოქმედებები დაიწყო ირანში.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირს მისწერა წერილი, რომელშიც კრიტიკულად შეაფასა ანგარიში და დასძინა, რომ მას მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, შესაბამისად, არ უნდა გამოიყენონ მომავალი ქმედებების საფუძვლად.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შეჩერებას ბლოკის ყველა წევრის სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend