მთავარისაქართველოზურაბ ჯაფარიძეს 7- თვიანი პატიმრობა მიესაჯა

ზურაბ ჯაფარიძეს 7- თვიანი პატიმრობა მიესაჯა

ზურაბ ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ოპოზიციონერ პოლიტიკოს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, პოლიტიკოსს 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეზე განაჩენის გამოცხადებას თავად ზურაბ ჯაფარიძე არ ესწრებოდა.

ეს პირველი განაჩენია „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეებზე. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის წესით კიდევ 7 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ედავებიან. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვთ წარდგენილი. მუხლის სასჯელის სახედ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

დღესვე სასამართლომ განაჩენი უნდა გამოაცხადოს კიდევ ორი ოპოზიციონერის – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზეც. სხდომაზე დასწრებას არც ისინი აპირებენ.

ზურაბ ჯაფარიძე 22 მაისიდან პატიმრობაშია. სწორედ 22 მაისს დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სასამართლო დარბაზში. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო – მან გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend