მთავარისაქართველოირაკლი კობახიძე ევროპელი ლიდერების განცხადებებს „ღირებულებით კრიზისს“ უწოდებს

ირაკლი კობახიძე ევროპელი ლიდერების განცხადებებს „ღირებულებით კრიზისს“ უწოდებს

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხის განხილვას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპელი ლიდერების განცხადებები ევროკავშირში არსებულ „ღირებულებით კრიზისზე“ მიანიშნებს. მისი მტკიცებით, საქართველო ამჟამად აკეთებს ყველაფერს, რათა 2030 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს.

„რა განცხადებებიც კეთდება, მიანიშნებს იმ უმძიმეს ღირებულებით კრიზისზე, რომელიც სრულიად აშკარაა ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს, პირველ რიგში, არის ღირებულებითი კრიზისი და მერე ყველაფერი დანარჩენი. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ვითარება შეიცვლება, გაუმჯობესდება, მათ შორის, დაიძლევა როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული და ღირებულებითი კრიზისი. ჩვენ გვაქვს სურვილი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებულ განცხადებებს ირაკლი კობახიძე კვლავ შანტაჟს უწოდებს. მისი თქმით, ქართულ მხარეს ყველასთან „სათანადო კომუნიკაცია აქვს“.

„ჩვენ ყველასთან გვაქვს სათანადო კომუნიკაცია, შანტაჟი უნდა დასრულდეს. ეს არის ჩვენი მოწოდება ყველას მიმართ“ – ამბობს ირაკლი კობახიძე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend