მთავარისაქართველოსასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმეები განიხილეს

სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმეები განიხილეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა პროცესები გაიმართა.

სასამართლომ განიხილა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეები. სხდომას არც ერთი მათგანი არ დასწრებია.

ბადრი ჯაფარიძის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მოსამართლე ზვიად შარაძემ პროცესი 23 ივნისისთვის გადადო.

პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახედ 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული. გირაო პოლიტიკოსებმა კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადეს.

პროკურატურამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალი წარუდგინა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც. სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო პოლიტიკოსმა გადაიხადა, თუმცა მისი საქმის განხილვა არ დასრულებულა. გიორგი ვაშაძის პროცესი 24 ივნისისთვის არის გადადებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend