კატეგორიები

სასამართლომ თედო აბრამოვი კვლავ პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ თედო აბრამოვი კვლავ პატიმრობაში დატოვა
საპროტესტო აქციებისას ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 წლის თედო აბრამოვი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა.

თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს პოლიციამ საპროტესტო აქციაზე მიმავალი საკუთარ სახლთან დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, აბრამოვის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 5 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები