ბუქინგ კომის Booking.com ხელმძღვანელი გლენ ფოგელი ფიქრობს, რომ მოგზაურობის სურვილი მხოლოდ იმატებს მიუხედავად იმისა, რომ ტურისტულ კომპანიებს ტურიზმთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები გარკვეულ გამოწვევებს უქმნის.
ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი: „ჩვენს გადაცემაში ევრონიუსზე, რომლის ფარგლებშიც სტუმრად ვიწვევთ მსოფლიო ბიზნეს-სამყაროს გავლენიან ადამიანებს, სტუმრად არის Booking.com-ის ხელმძღვანელი გლენ ფოგელი. გლენ, უამრავი სასაუბრო გვაქვს, მაგრამ მოდი პირველ რიგში მითხარით, რას ფიქრობთ ე.წ. მდგრადი მოგზაურობა რეალისტური კონცეფციაა თუ მხოლოდ წყლის ნაყვა?“
გლენ ფოგელი, Booking.com-ის ხელმძღვანელი: „მდგრადობის კონცეფცია უპირველეს ყოვლისა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ინდუსტრიის მომავლისთვის. ჩვენი მისია ის არის, რომ ყველას გავუადვილოთ მსოფლიოს მონახულება. მართლაც, თუ მსოფლიო არ ეღირება იმად, რომ მოიარო, ეს არ იქნება კარგი ამბავი მოგზაურობისთვის. ამიტომ აუცილებლად უნდა შევასრულოთ ჩვენი წილი სამუშაო და გვჯერა, რომ ჩვენ ვართ ლიდერები გამოსავლის პოვნის კუთხით. მცირე ფართის მქონე განთავსების ობიექტები რეგულაციებს, რომლებიც ეკოლოგიურ მხარეს აგვარებენ, ისე უყურებენ, როგორც მათთვის მიუწვდომელს. „არ გვაქვს ამის საშუალებაო“ – ამბობენ. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა დავეხმაროთ მათ გაიგონ, როგორ მოაგვარონ გარკვეული საკითხები ისე, რომ მეტი სარგებელი მიიღონ და რა ნაბიჯები გადადგან, რომლებიც სასარგებლო იქნება როგორც პლანეტისთვის, ისე მათთვის. და ვეხმარებით კიდეც ამაში, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია.“
ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი: „გლენ, მინდა ვისაუბროთ თქვენს ინდუსტრიაში მიმდინარე კონკურენციაზე – Expedia-სთან, Airbnb-სთან მაგალითად. რა არის ის ერთი მოქმედება, რასაც ისურვებდით, რომ არ აკეთებდენენ თქვენი კონკურენტები?“
გლენ ფოგელი, Booking.com-ის ხელმძღვანელი: „კონკურენცია არ მიმდინარეობს მხოლოდ ისეთ დიდ მოთამაშეებთან, როგორებიც არიან ექსპედია Expedia ან ეარ-ბი-ენ-ბი Airbnb ან ყველაზე დიდი მოთამაშე ტრიპ.კომი Trip.com, რომელიც ძალიან დიდი მოთამაშეა ჩინეთის ბაზარზე. ძალიან ბევრმა არ იცის, რომ სინამდვილეში გუგლიც Google კონკურენტია თანაც ყველაზე დიდი მოთამაშეა მსოფლიოში მოგზაურობის ბაზარზე. ჩვენ ვთანაშრომლობთ ჩვენს მომწოდებლებთან – სასტურმოებთან, პარტნიორები ვართ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ თითოეული სასტუმროს მფლობელს ურჩევნია, რომ კლიენტი მასთან პირდაპრი მივიდეს და არა ბუქინგ კომის Booking.com საშუალებით. ასე რომ კონკურენციის ველი ძალიან ვრცელია და სულ სხვადასხვა ტიპის მოთამაშეებისგან შედგება. ამიტიმ ჩენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი სერვისის გაუმჯობესება ბაზრის ორივე მონაწილე მხარისთვის. ჩვენ ორი ტიპის მომხმარებელი გვყავს: მოგზაური, რომელიც იმისთვის შემოდის ჩვენთან, რომ მიიღოს რაც სჭირდება მოგზაურობისთვის. და მეორე მოხმარებელია ჩვენი პარტნიორი, მომწოდებელი – იქნება ეს ფართის პატრონი, ავტომობილის გამქირავებელი კომპანია, ავიაკომპანია – ყველა ამ მომხარებელს უნდა მოვემსახუროთ და მივაწოდოთ ხარსიხიანი სერვისი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მოთამაშეებს, რომლებსაც არ აქვთ ტექნოლოგიური ინსტრუმენტები, უნარები, კაპიტალი და რესურსები. ჩვენ ვაწვდით ამ სერვისებს, 40 ენაზე ვთარგმნით მათ ინფორმაციას, რათა სასტურმოებმა მომხარებელი მთელი მსოფლიოდან მიიზიდონ და არ მოუწიოთ იმაზე ფიქრი, რომ ვერ საუბრობენ უცხო ენაზე. ჩვენ ვაგვარებთ თანხის გადახდის საკითხს, ამ ყველაფერს ჩვენ ვაგვარებთ და არაფრისთვის არ ვითხოვთ ანაზღაურებას. ერთადერთი რასაც ვამბობთ ეს არის: „თუ ჩვენი დახმარებით მოგივა კლიენტი სასტუმროში და მიიღებ შემოსავალს, აქედან საკომისიო გადაგვხადეთ.“ ეს დიდებული მოდელი ყველასთვის ამართლებს.“
ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი: „გლენ, რას იტყვით გადაჭარბებულ ტურიზმზე? ბოლო დროს ზოგიერთმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ ტურსტები არ ჩავიდნენ. რას ფიქრობთ ამაზე?“
გლენ ფოგელი, Booking.com-ის ხელმძღვანელი: „ეს საკამოდ საინტერესო პრობლემაა, რადგან ერთი მხრივ, გვინდა ეკონომიკის ზრდა, დასაქმება და მზარდი ეკონომიკა. მეორე მხრივ, თუ ტურისტულად მიმზიდველ ქალაქში ცხოვრობ, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ტურიზმის პიკია, ხალხი ამბობს: „მოიცა ერთი წუთი, ეს ხომ სიგიჟეა. მე აქ ვცხოვრობ და ვერსად მივდივარ.“ ასე რომ აქ ბალანსის საკითხია მოსაგვარებელი და სწორედ ეს უჭირს ადგილობრივ მთავრობათა უმეტესობას.
ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი: „ტურისტული გადასახადიც საინტერსო საკითხია, არა? რამდენად აისახა ეს უარყოფითად Booking.com-სა და მომხარებლის არჩევანზე, როდესაც ისინი წასასვლელ ადგილს ეძებენ?“
გლენ ფოგელი, Booking.com-ის ხელმძღვანელი: „არ მგონია, რომ ტურისტული მოსაკრებელები იმდენად მაღალი იყოს, რომ მათ შორის სხვაობა ვინმეს არჩევანზე გავლენას ახდენდეს. თუ რამდენიმე ათასი ევროს დახარჯვას აპირებ შვებულების დროს და ამას 10-12 ევროს დაამატებ, ეს მაინცდამიანც არ შეცვლის ბიუჯეტს. თუმცა ეს მაინც საინტერესო საკითხია. რანდენიმე თვის წინ ვიყავი ევროპიდან შორს, გალაპაგოსის კუნძულებზე და იქ შესვლა 200 დოლარი ღირს, რომელიც პირდაპირ სამთავრობო ანგარიშზე ჯდება. როგორ გგონიათ, ამის გამო ვინმეს გალაპაგოსზე წასვლის სურვილი უქრება? არა მგონია, რადგან თავად იქ წასვლაც ძალიან ძვირი ჯდება, ამით რომ დავიწყოთ. მაგრამ ამ თანხის წყალობით ახერხებენ იქაურები გალაპაგოსზე იმ აუცილებელი სამუშაოების დაფინანსებას, რაც საჭიროა ამ ადგილას ბუნება ხელუხლებლად რომ შეინარჩუნო.“
ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი: „კიდევ ერთი რამ მაინტერსებს გლენ. როგორც ვნახე კერძო თვითმფრინავების გაქირავების სერვისიც გაჩნდა ფუფუნების მოყვარული მოგზაურებისთვის. ბუქინგ კომიც Booking.com აპირებს ამ სერვისის დანერგვას?“
გლენ ფოგელი, Booking.com-ის ხელმძღვანელი: Booking.com-ის ხელმძღვანელი: „ერთხელ უკვე ვთქვი, რომ „გვსურს მოხმარებელს მივაწოდოთ ნებისმიერი რამ, რაც კი მას სურს მოგზაურობისთვის.“ და ეგ არ შემოდის ჩვენს მომსახურებაში და არც ვგეგმავთ. ეს ძალიან, ძალიან პატარა სეგმენტია. იმდენად პაწაწკინტელა, რომ არც კი ჩანს, თანაც არც არის მაინცდამაინც მდგრადი მიმართულება. ეს არ არის ძალიან კარგი რამ, ამიტომ არც ვაპირებთ მაგ სეგმენტში შესვლას.“
ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი: „გლენ, მინდა ისიც გკითხოთ, თუ როგორ ხედავთ მოგზაურობის მომავალს. რამდენად მოსალოდნელია ზებგერითი თვითმფრინავებით ფრენა მომავალ ათ წელიწადში?“
გლენ ფოგელი, Booking.com-ის ხელმძღვანელი: „მომავალ ათ წელიწადში? მეეჭვება. მაგრამ საინტერესო თემაა. ძალიან დიდი ხნის წინ, მე საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის, რომ მახსოვდეს, იყო ზებგერითი ტრანსპორტი და შეგეძლო ლონდონიდან ან პარიზიდან ნიუ-იორკში ან ვაშინგტონში მგზავრობა კონკორდის ზებგერითი თვითმფრინავით. ახლა სიჩქარე გაცილებით დაბალია, ვიდრე მაშინ. მაგრამ რაც შეეხება მომავალს, უკვე არის ახალი ზებგერითი ტრანსპორტი, რომლებზეც ცდები მიმდინარეობს. თუმცა რაც მართლა საინტერესოა მომავლის თვალსაზრისით ეს ზებგერითი ტრანსპორტი კი არ არის, არამედ ჰიპერბგერითი. აი ამ შემთხვევაში ნამდვილად კოსმოსის ზღვარზე გადიხარ და მაგალითად ლონდონიდან ავსტრალიამდე მანძილს ახლანდელ დროსთან შედარებით თვალის დახმახამებაში გაივლი. მაგრამ იქცევა თუ არა ეს რეალობად? ვინ იცის? ამ საკითხთან დაკავშირებით ნაწილობრივ პრობლემა მისი ეკოლოგიური მხარეცაა. ამაზე პასუხი არ ვიცი. უბრალოდ ვიცი, რომ ავსტრალიაში ძალიან სწრაფად ჩასვლის იდეა ძალიან მაგარია.
ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი: რამდენად იქნება ასეთი ფრენა მოგზაურობის ყველაზე მიმზიდელი ტრენდი, რომელზეც ბუქინგ კომი Booking.com ჩამოვა ფსონს, ამ კიდევ რამე სხვა ხომ არ გაქვთ გეგმაში?
გლენ ფოგელი, Booking.com-ის ხელმძღვანელი: „ჩვენ ამაზე არ ჩამოვდივართ ფსონს. რა თქმა უნდა არ ვდებთ ინვესტიციას ჰიპერბგერით მოგზაურობაში. ამაში არავითარი ინვესტიცია არ ჩაგვიდია. თუ ვინმე უკვე ყიდის მის ბილეთებს, ჩვენ ნამდვილად დავამატებდით ამ მიმართულებას ჩვენს მომსახურებაში, თუ ვინმეს სურს მისი ყიდვა, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც გაყიდის ამ მომსაუხრებას. მაგრამ ამჟამად ყველაზე მეტად ის მახარებს, როდესაც ვხედავ რა ბენდიერია ხალხი კოვიდის შემდეგ რომ ისევ შეუძლიათ იმ ყველაფრის გაკეთება, რაც ასე ძალიან უნდოდათ და არ იცოდნენ, რომ ასე ძალიან მოენატრებოდათ ეს ყველაფერი, სანამ არ აუკრძალეს. ახლა ნამდვილად ველოდები უკეთეს წლებსა და კვარტლებს. ამაში ეჭვი არ მეპარება. მომავალშიც იქნება ეკონომიკის რეცესია და შესაძლოა ხალხი უფრო ხელმომჭირნე გახდეს და აღარ მოინდომოს შორს მოგზაურობა ან იმდენივეს ხარჯვა, რასაც ახლა ხარჯავს, მაგრამ ეს სურვილი მოგზაურობისა არასდროს გაქრება. და ეს მხოლოდ შვეულების გატარებას არ ეხება, ეს ეხება ახლადდაბადებული შვილიშვილის სანახავად წასვლასაც, ამ ქორწილში წასვლას, ეს ცხოვრების ნებისმიერ ასპექტს მოიცავს, როცა ასე შორის ხარ ახლობლებისგან. და ეს მოგზაურობის შესაძლებლობა, რომელიც ისევ გვაერთიანებს, სწორედ ეს არის ამ ბიზნესისა და ინდუსტრიის მშვენიერება. ეს ინდუსტრია სამყაროს აუმჯობესებს და მე მიხარია, მისი ნაწილი რომ ვარ.
ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი: „დიდი მადლობა, გლენ, ამ საუბრისთვის და თქვენი მოსაზრებების გაზიარებისთვის. პირადად მე აღტაცებული ვარ ჰიპერბგერითი მოგზაურობის იდეით და ნამდვილად მაქვს იმედი, რომ ეს ჩვენს სიცოცხლეში იქცევა რეალობად. ეს ნამდვილად დიდებული იქნებოდა.
გლენ ფოგელი, Booking.com-ის ხელმძღვანელი: „მეც ამის იმედი მაქვს, ეს ძალიან კარგი იქნება.“
ავტორები: ჰანა ბრაუნი და ანჯელა ბარნესი