კატეგორიები

ჯიმ რიში: “ქართული ოცნების” მთავრობა ხალხს სასურველ მომავალს აშორებს”

ჯიმ რიში: “ქართული ოცნების” მთავრობა ხალხს სასურველ მომავალს აშორებს”

აშშ-ის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმაც გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ და დაწერა, რომ დრაკონული კანონების მიღება და სასამართლო სისტემის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად კატეგორიულად მიუღებელია. მისი თქმით, “ქართული ოცნების” მთავრობა უზარმაზარ შეცდომას უშვებს, რადგან ქვეყანა ხალხის სასურველი მომავლისგან შორს მიჰყავს და მას ერთპარტიულ ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან აახლოებს.

“აშშ-საქართველოს ურთიერთობა საერთო შეფასებებს და ინტერესებს ეფუძნება. რასაც ამჟამინდელი მთავრობა უგულებელყოფს. ამის ნაცვლად, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ კურსი საგანგაშოდ შეცვალა ჩინეთისა და რუსეთისკენ”, – წერს სენატორი რიში პლატფორმა x-ზე.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები