მთავარისაქართველომოსამართლემ აქციებისას დაკავებული არჩილ მუსელიანცის პროცესი სრულად დახურა

მოსამართლემ აქციებისას დაკავებული არჩილ მუსელიანცის პროცესი სრულად დახურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული საპროტესტო აქციებისას, პარლამენტის შენობასთან განთავსებული სათვალთვალო ვიდეოკამერის სადენებისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით დაკავებული არჩილ მუსელიანცის პროცესი გაიმართა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ დამსწრეებს სხდომა დაატოვებინა – მიზეზი კი სასამართლო დარბაზში დამონტაჟებული დინამიკის ტექნიკური გაუმართაობა გახდა, რაც არჩილ მუსელიანცის მხარდამჭერთა უკმაყოფილება გამოიწვია.

სხდომა დატოვეს მედიის წარმომადგენლებმაც, რადგან მათ მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესზე საუბრის ჩასაწერად მიკროფონის დადების საშუალება არ მისცა.

პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვა ბრალდებულმა, არჩილ მუსელიანმაც. მოსამართლის გადაწყვეტილებას დაკავებულის მხარდამჭერების პროტესტი და შეძახილები მოჰყვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend