მთავარისაქართველომიხეილ ყაველაშვილი ქართველ დიპლომატებს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი ქართველ დიპლომატებს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უნგრეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალი მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა.

ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

საკადრო ცვლილებების შემდეგ, ყაზახეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ნიკოლოზ ლალიაშვილმა დიპლომატიური საქმიანობა უნგრეთში გააგრძელა.

10 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალ ელჩად თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი და ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი თამარ ტალიაშვილი დაინიშნა.

ევროსაბჭოში თამარ ტალიაშვილის ადგილმონაცვლე ხატია წილოსანი იქნება. 2020 წლიდან 2024 წლის 25 ნოემბრამდე ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend