კატეგორიები

ფეისბუკპოსტის გამო ელენე ხოშტარიაც დააჯარიმეს

ფეისბუკპოსტის გამო ელენე ხოშტარიაც დააჯარიმეს
სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მოსამართლე დავით თეთრაულის გადაწყვეტილებით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვა.

პროცესს ელენე ხოშტარია არ დასწრებია. მისი თქმით, არც დაკისრებული ჯარიმის გადახდას აპირებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ აზრის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები