მთავარისაქართველომზია ამაღლობელი ე. წ. სტიკერის გაკვრისთვის მეორედ დააჯარიმეს

მზია ამაღლობელი ე. წ. სტიკერის გაკვრისთვის მეორედ დააჯარიმეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო ხელახლა გაასამართლეს. მოსამართლე მარიანა ფომაევამ „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი 1000 ლარით დააჯარიმა.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს პირველ საათზე დაიწყო. თავად მზია ამაღლობელი სხდომას არ ესწრებოდა. პროცესის დაწყებისას მოსამართლემ თქვა, რომ ჟურნალისტმა სხდომაზე დისტანციურად ჩართვასთან დაკავშირებით უარი განაცხადა.

პროცესზე საქმეში წარმოდგენილ მოწმეებს მოუსმინეს. სხდომის დაწყების პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის კოლეგები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს საქმე 11 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან სტიკერის გაკვრას უკავშირდება. სტიკერზე, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან, დამხმარე ნაგებობაზე გააკრა, ეწერა – „იფიცება საქართველო.“

ე. წ. სტიკერის გაკვრის ეპიზოდთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტი ერთხელ უკვე გაასამართლა – მოსამართლე სალიმ შაინიძემ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. მაშინ სასამართლომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტი პოლიციელის „კანონიერ მოთხოვნას“ არ დაემორჩილა.

ამჯერად კი მზია ამაღლობელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდნენ, რაც „თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებურ შეცვლას“ გულისხმობს.

ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებელი და დირექტორი ხუთ თვეზე მეტია პატიმრობაშია – მზია ამაღლობელს მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend