კატეგორიები

გიორგი კვირიკაძე გენპროკურორის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატია

გიორგი კვირიკაძე გენპროკურორის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატია
საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატად გიორგი კვირიკაძე აირჩია – მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე მას კონკურენტი არ ჰყავს.

პროკურატურის თანახმად, მის კანდიდატურას 10 მომხრე ჰყავს. მანამდე გიორგი კვირიკაძე გენპროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 4 ივნისიდან, უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი გაბიტაშვილის გადადგომის შემდეგ, ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებებით, გენერალური პროკურორის არჩევის წესი შეიცვალა. ამიერიდან პროკურორობის კანდიდატს საბჭოს წევრები ირჩევენ და ისინი წყვეტენ, ვინ წარუდგინონ პარლამენტს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები