მთავარისაქართველოზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება

პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ბრალდებით დაკავებული კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი გაიმართა.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებაზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა უარი განაცხადა, არგუმენტით რომ არ აქვს ობიექტური განაჩენის მოლოდინი.

17 ივნისის სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. მოგვიანებით კი პროკურორმა და ადვოკატმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

სახელმწიფო ბრალდების შეფასებით, „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობაც და პროცესზე დასწრებაზე უარის თქმაც კანონის უზენაესობის უგულებელყოფაა.

ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით კი, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაციის საკითხი სადავოა და ისინი მოითხოვდნენ კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის დაკითხვასაც, რა შუამდგომლობაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის 22 მაისის გადაწყვეტილებით, კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend