საქართველოში ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და კანადის მიერ სანქცირებული რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანიის ხელმძღვანელი ანდრე რიუმინი იმყოფებოდა.
კომპანია „როსსეტის“ თანახმად, შეხვედრა შედგა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„შედგა შეხვედრა ქვეყნის უმსხვილესი ენერგოკომპანიის, „საქენერგოს“ ხელმძღვანელობასთან, რომლის კაპიტალის 50%-ს კომპანია „როსსეტი“ და საქართველოს მთავრობა ფლობენ. შეხვედრაზე განიხილებოდა ელექტროქსელების სანდოობის საკითხი, ასევე მიმდინარე შედეგები და საინვესტიციო გეგმები. შევაჯამეთ 2024 წლის საფინანსო-ეკონომიკური და სამრეწველო შედეგებიც. ასევე, შეხვედრა შედგა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სადაც ელექტრო-ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობის ერთობლივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა განიხილებოდა“ – ნათქვამია „როსსეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.