მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფო100 ახალი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ

100 ახალი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ

უკრაინაზე მიტანილი საჰაერო იერიშების ფონზე, გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი, ფართომასშტაბიანი სანქციების პაკეტი მიიღო.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 100 ახალი შეზღუდვის სამიზნე რუსული სამხედრო, ენერგეტიკული და ფინანსური სექტორები, ასევე უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის საინფორმაციო ომის ხელშემწყობნი არიან. დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო პარტნიორებთან ერთად მუშაობს ნავთობის ფასებზე ზედა ზღვარის დასაწესებლად, რაც მაქსიმალურად შეამცირებს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაფინანსებას ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, შეზღუდვები შეეხება ასევე იმ 18 გემს, რომლებსაც კრემლი სანქციების გვერდის ასავლელად და რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის იყენებდა. ლონდონი აცხადებს, რომ ახალი სანქციების მიზანი რუსეთის ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად იზოლირებაა.

ლონდონი აცხადებს, რომ ახალი სანქციები ასევე რუსეთის შეიარაღების სისტემის ჯაჭვზეც იმოქმედებს, მათ შორის შეზღუდავს „ისკანდერის“ ტიპის რაკეტების მიწოდებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend