მთავარიგადაცემებიშეეხე, ითამაშე, აღმოაჩინე - მეცნიერება და გართობა ლუქსემბურგში

შეეხე, ითამაშე, აღმოაჩინე – მეცნიერება და გართობა ლუქსემბურგში

თუ ითამაშებდით მაგიდის ფეხბურთს რობოტთან ან თუ მოიმდომებდით სხეულის დამუხტვას? ლუქსემბურგის სამეცნიერო ცენტრში მეცნიერება და ტექნოლოგია თითქოს ცოცხლდება ინტერაქტიული გამოფენებისა და საოცარი სემინარების მეშვეობით.

მზად ხართ იმისთვის, რომ იგრძნოთ და შეეხოთ მეცნიერებას? ჩვენ ლუქსემბურგის სამეცნიერო ცენტრში მივდივართ ლუქსემბურგის სამხრეთით. ეს შთაბეჭდილებების მუზეუმი, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, ბავშვებსაც და დიდებსაც საშუალებას აძლევს, რომ  სამყაროს საიდუმლოებათა შესახებ გაიგონ და თან გაერთონ! ამ მუზეუმში თითქმის 100 ინტერაქტიული გამოფენა, საოცარი სამეცნიერო სანახაობა და სემინარი იმართება. აქ მაღალვოლტიან შთაბეჭდილებას იღებ!

“დღეს მეცნიერება აბსტრაქტული ცნებაა. უამრავი ადამიანი, როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულები, ცოტა არ იყოს, შიშით უყურებენ მეცნიერებას და არ სურთ მასთან შეხება,“ – გვიხსნის  ნენსი რაკე, მმართველი დირექტორი, ლუქსემბურგის სამეცნიერო ცენტრი.“ჩვენი იდეა კი საშუალებას გაძლევს, მეცნიერებასთან ურთიერთობა დაამყარო, შეეხო, მისი სუნი იგრძნო, მოუსმინო და სრულიად განსხვავებული თვალით შეხედო“.

აქ შეგიძლია, ფეხბურთი რობოტს ეთამაშო, ან იგრძნო, როგორ დაგემუხტა კანი. ყოველ წელს 75 ათასი მნახველი სტუმრობს მუზუემის ვარსკვლავების განყოფილებას, რომელიც რამდენიმე განსხვავებულ დონეს სთავაზობს სტუმარს, თუმცა ყოველი მათგანი ისეა მოწყობილი, რომ დიდებიც და ნებისმიერი ასაკის ბავშვებიც გაეცნონ ინტერაქტიულ სადგურებს, რომლებიც მრავალ ენაზე იძლევიან განმარტებას, და ამით ისიამოვნონ. სხვადასხვა ენაზე სემინარებიც იმართება. მეცნიერების კომუნიკატორები, რომლებიც სხვადასხვა დისციპლინაში არიან განსწავლული, მაყურებელს გასართობ და ამავდროულად ძალიან ემოციურ წარმოდგენებს სთავაზობენ ისეთ რთულ საგნებზე, როგორებიცაა: ფიზიკა, ქიმია, რობოტიკა, მათემატიკა და სხვები.

“ეს სემინარი გვამზადებს ქიმიის გამოცდისთვის, რომელიც მალე გვექნება და ჩვენ უფრო მხიარულად ვსწავლობთ,“ – ამბობს ტომი ბიანჩი-ტორაი, მოწაფე. „თეორიას უფრო ადვილად ვითვისებთ ცდების მეშვეობით, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს, საკუთარი თვალით ვნახოთ, რასთან გვაქვს საქმე. ამ გზით საკითხი უკეთ გვესმის“.

ლუქსემბურგის მეცნიერების ცენტრ 1.5 მილიონი ევრო დაჯდა. ამ თანხის 40% ევროპის რეგიონული განვითარების ფონდმა გაიღო, დანარჩენი 60% კი  – ლუქსემბურგის განათლების სამინისტრომ.

მუზეუმი დედამიწის საიდუმლოებათა სფეროსაც გასცდა. მისი ერთ-ერთი მთავარი ატრაქციონი პლანეტარიუმია, რომელსაც ევროპული ფონდი აფინანსებს და რომელიც საშუალებას გვაძლევს, სამყაროში ვიმოგზაუროთ და კოსმოსი ვიკვლიოთ აზარტული ექსპერტის თანხლებით.

„ჩემი აზრით, ვიზიტორები, განსაკუთრებით ბავშვები, უზომოდ აღფრთოვანებული რჩებიან, როგორც კი ვარსკვლავზე აღმოჩნდებიან, ყოველთვის განცვიფრების შეძახილი აღმოხდებათ ხოლმე და მერე ყველგან უნდათ,“ – განამრტავს  ჟიულიენ ლეგლი, სამეცნიერო კომუნიკატორი ლუქსემბურგის სამეცნიერო ცენტრში. „და, აი, ეს განცდა ძალიან გვახარებს, რადგან რეალურად ბავშვებს ვარსკვლავის ნახვის საშუალებას აძლევ და უამრავ დადებით ემოციას იღებ პასუხად, რის გამოც ჩვენი სამუშაო ძალიან სასიამოვნოა“.

იქნება ეს კოსმოსის კვლევა თუ რობოტთან ფეხბურთის თამაში, მეცნიერება და ტექნოლგია – ყველასთვის ხელმისაწვდომია ევროპის გულში მდებარე ამ ინტერაქტიულ მუზეუმში.

ავტორი: კრისტინა ხინერი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend