მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილმა GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სალომე ზურაბიშვილმა GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის პრეზიდენტთან და საფრანგეთის ევროპის მინისტრთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა პრაღაში მიმდინარე GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს პეტრ პაველს და საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრს, ბენჯამინ ჰადადს შეხვდა. შეხვედრისას მეხუთე პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

„საქართველოში ჩატარებული გაყალბებული არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია ევროპელი მოკავშირეებისგან იზოლირებულია. ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც ამის შესაძლებლობა მიეცემათ – ხელს ართმევენ ევროპელ ლიდერებს, ფოტოებს იღებენ მათთან. ამას არ აკეთებენ იმიტომ, რომ სურთ მათთან ერთად საქმის კეთებას დაუბრუნდნენ. ამისთვის ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაა შესაძლებელი. ეს საქართველოს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ემსახურება. ამით მოსახლეობის დათრგუნვას ცდილობენ. მათი გზავნილია, რომ არ უნდა გვქონდეს ევროპელი პარტნიორების იმედი, რადგან ისინი ადრე თუ გვიან მმართველ გუნდთან მორიგდებიან. რაც ჩვენ გვჭირდება დე ფაქტო არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა. ვიცით, რომ ეს არ გადაიქცევა დე იურე აღიარების პოლიტიკად. ამიტომაცაა, რომ მე არა პრეზიდენტად, არამედ ხალხის პრეზიდენტად მომიხსენიებენ. ეს იურიდიული ასპექტების გადალახვის მცდელობაა. არაღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც, ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან სანქციების დაწესება, რასაც რამდენიმე ევროპული ქვეყანა აკეთებს – რადგან ევროკავშირი კოლექტიური სანქციების შესახებ ვერ თანხმდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პატარა ქვეყნებში სანქციები მუშაობს. ჩვენ არ ვართ ირანი, ჩვენ არ ვართ რუსეთი ან ჩინეთი – ჩვენ გარე კონტაქტები გვჭირდება. ამიტომ ეს აზიანებს მმართველ პარტიას, მის ახლო წრეებში დაძაბულობას ქმნის. სანქციები ქმნის სისუსტეს და სწორედ ესაა მათი დანიშნულება“ – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend