თბილისში 12 და 13 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით მეექვსე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით – “ევროპა არის…? ხანგრძლივი სიცოცხლე ევროპას”, ტარდება.
კონფერენციას ესწრებიან როგორც ექსპერტები საქართველოდან, ისე მთელი მსოფლიოდან და განიხილავენ მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევებს.
“მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს და საქართველოს უნივერსიტეტს, რომ ამ ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობენ, ევროპის მომავლის შესახებ.
მადლობა, რომ ერთად შეკრიბეს ასეთი მნიშვნელოვანი მკვლევრები და მეცნიერები ევროპულ საკითხებში.
როგორც იცით, დღევანდელი მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება. ის უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. შესაბამისად ევროპას სჭირდება ცვლილებები და ადაპტირება ამ ყველაფერთან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვარ და ჩემს ხმას ვაჟღერებ.
როგორც იცით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს. იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც თქვენი ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ხოლო დარწმუნებული ვარ, რომ აქ გაჟღერებული საკითხები ამ გზაზე დიდ როლს ითამაშებს”,-ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.