მთავარიევროპასერბეთისერბეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავა

სერბეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავა

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, პირველად ესტუმრება უკრაინას და მონაწილეობას მიიღებს ოდესაში დაგეგმილ უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში. ამის შესახებ ნათქვამია სერბეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

არაერთი მედია წერს, რომ ვუჩიჩის ვიზიტი უკრაინაში და მონაწილეობა სამიტში, შესაძლოა, ნიშნავდეს იმას, რომ სერბეთის საგარეო პოლიტიკური კურსი უახლოვდება ევროკავშირს, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის საკითხში.

ვუჩიჩის მიერ ცხრა მაისს, მოსკოვში, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრებამ, მწვავე კრიტიკა გამოიწვია ბრიუსელში. ევროკავშირმა სერბეთი გააფრთხილა, რომ მსგავსი ნაბიჯები ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებს ეწინააღმდეგება და შესაძლოა, ამან უარყოფითად იმოქმედოს გაწევრების პროცესზე. Euronews-ის წყაროების თანახმად, სერბეთის პრეზიდენტის მონაწილეობამ ოდესის სამიტში, შესაძლოა, გაწევრების მოლაპარაკებების განახლებისკენ უბიძგოს ევროკავშირს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend