მთავარისაქართველოსაპროტესტო აქციებისას დაკავებული რვა პირის საქმეზე ბრალდების სამი მოწმე გამოიკითხა

საპროტესტო აქციებისას დაკავებული რვა პირის საქმეზე ბრალდების სამი მოწმე გამოიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებული რვა პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.

საქმის განხილვა კვლავ ბრალდების მხარის მოწმეთა გამოკითხვით გაგრძელდა. ამჯერად სასამართლომ სამ მოწმეს მოუსმინა. მათ შორის, თბილისის მერიის თანამშრომელს, გიორგი ჟორჟოლიანს, რომლის პასუხისმგებლობაც, მისივე თქმით, თბილისის ცენტრალური გამზირების, კონკრეტულად ჭავჭავაძის, მელიქიშვილისა და რუსთაველის მონიტორინგია. ბრალდების მოწმემ მოყვა, რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას თანამშრომლებთან ერთად ინფრასტრუქტურულ ზარალს აღწერდა. მისი თქმით, ეს ზარალი დათვლილია და დაახლოებით 139 000 ლარს შეადგენს.

მხარეთა კითხვებს უპასუხა კრიმინალური პოლიციის გამომძიებელმა დავით ქიტიაშვილმაც. მან საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ვიდეოდათვალიერება ჩაატარა. მოწმე პოლიციელის თქმით, მის მიერ დათვალიერებულ კადრებში საქმეში ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილი ფიგურირებს.

სასამართლოში გამოიკითხა კონსტანტინე კერესელიძეც – პოლიციელი, რომელმაც საქმეში ბრალდებული ზვიად ცეცხლაძის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ამ სისხლის სამართლის საქმის ბოლო რამდენიმე სხდომაზე სასამართლო იმ მოწმე პოლიციელთა ჩვენებებს უსმენდა, რომელთაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ. გამოკითხულ სამართალდამცავთაგან ვერც ერთმა ვერ დაასახელა იმ დემონსტრანტის ვინაობა, რომლის ქმედების შედეგადაც ისინი დაშავდნენ. შესაბამისად, მათ არც ის უთქვამთ, რომ საქმეში ბრალდებულთაგან რომელიმემ ისინი დააზიანა.

დაკავებულთაგან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend