კატეგორიები

გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც გლდანის სამმართველოში გამოკითხვისას შეუძლოდ გახდა

გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც გლდანის სამმართველოში გამოკითხვისას შეუძლოდ გახდა
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გარდაიცვალა 38 წლის კაცი, რომელიც პოლიციას ჰყავდა დაკავებული.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ ახალგაზრდა კაცი გლდანის პოლიციის განყოფილებაში შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

“სამართალდამცავებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და მოხდა მისი სტაციონარში გადაყვანა, 2 დღის შემდეგ კი ის საავადმყოფოში გარდაიცვალა”,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

საქმე ეხება თბილისის ერთ-ერთ რესტორანთან მომხდარ ჩხუბს, რომლის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.

“გამოძიების მიერ დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და საგამოძიებო ორგანო ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

Related news
„მკაცრად ვგმობთ ჟურნალისტების – ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაპატიმრებას“ – IPI სუს-მა ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დააკავა
სხვა ამბები