კატეგორიები

აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარადგინეს

აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარადგინეს
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა, საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად, მიხეილ ყაველაშვილს წარედგინა.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 9 ივნისით თარიღდება.

თამარ ტალიაშვილი 2020-2022 წლებში საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2022 წლის ოქტომბერში კი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები