მთავარისაქართველოსაქართველოში გერმანიის ელჩი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეხვდა

საქართველოში გერმანიის ელჩი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეხვდა

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ანტიკორუფციული ბიუროს უფროს რაჟდენ კუპრაშვილსა და უწყების თანამშრომლებს შეხვდა.

სოციალურ პლატფორმა X-ზე დიპლომატი წერს, რომ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ე.წ. „ქართული FARA“.

„დამპირდნენ ინფორმირებას იმის თაობაზე, თუ როგორ მოეპყრობიან FARA-ს საფუძველზე საქართველოში არსებულ 13 გერმანულ ორგანიზაციას, რომლებიც დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური ბიუჯეტით, ექვემდებარება გერმანია-საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს და აუცილებელია ჩვენი ფართო და ღრმა კავშირების პრაქტიკული განხორციელებისთვის. გვსურს, რომ ისინი გათავისუფლდნენ ამისგან“, – დაწერა პეტერ ფიშერმა პლატფორმა X-ზე.

დიპლომატის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა. როგორც ფიშერი ამბობს, მან განმარტა ვენეციის კომისიის უარყოფითი თვალსაზრისი „უცხოელი აგენტების“ მსგავს კანონებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ევროპის საბჭო სინანულს გამოთქვამს საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend