მთავარისაქართველომზია ამაღლობელის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 18 ივნისს გაიმართება

მზია ამაღლობელის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 18 ივნისს გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ავტორიტეტიანი გამოცემების, „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის”, დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი გაიმართა.

დღევანდელი, 9 ივნისის, სხდომა დაიწყო სტიკერის გაკვრის შესახებ განხილვით. დაცვის მხარემ განმარტა, რომ ჟურნალისტს ამ საქმეზე ადმინისტრაციული წესით უკვე მეორედ ასამართლებენ. ადვოკატებმა მოითხოვეს იმ პოლიციელების გამოკითხვა, რომლებმაც მზია ამაღლობელი 11 იანვრის ღამეს სწორედ სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს.

დღევანდელ პროცესზე სისხლის სამართლის საქმეც განიხილეს – პოლიციელისთვის სილის გაწვნის ეპიზოდი. მზია ამაღლობელის დაცვის მხარე ითხოვს, რომ სასამართლომ გამოჰკითხოს ის სამართალდამცველები, რომლებიც პროკურატურამ ამოიღო მოწმეთა სიიდან.

სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა ჟურნალისტმა. მზია ამაღლობელმა განაცხადა, რომ მისი საქმის მასალებში არ დევს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც მის ბრალეულობას დაადასტურებს.

სასამართლო პროცესზე ტრადიციულად მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მივიდნენ მისი კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები.

ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებლის მომდევნო სასამართლო პროცესი კი 18 ივნისს ჩაინიშნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend