განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 9 ივნისს აქცია გაიმართა სახელწოდებით „არ შევეგუებით ინკლუზიური განათლების გაუქმებას”.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ აღდგეს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო და გადაწყვეტილებები მიიღებოდეს შშმ თემის, მშობელთა და პროფესიონალების ჩართულობით.
გასულ უქმეებზე ცნობილი გახდა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაუქმა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო – ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც შშმ ბავშვების თანასწორ განათლებაზე მუშაობდა.