კატეგორიები

შვედეთის საელჩოს განცხადებით, შვედეთში უცხოური დაფინანსების თაობაზე დაწყებული პროცესი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონისგან

შვედეთის საელჩოს განცხადებით, შვედეთში უცხოური დაფინანსების თაობაზე დაწყებული პროცესი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონისგან

საქართველოში შვედეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს შვედეთში მიმდინარე სპეციალურ გამოძიებასა და საქართველოში მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონზე. განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია, რომ შვედეთში პროცესი დაიწყო ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსების თაობაზე.

საელჩო  საკითხს მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შვედეთის მთავრობის მიერ ქვეყანაში უცხოური დაფინანსების შეზღუდვის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შვედეთის საგარეო უწყების მიერ საქართველოში მიღებულ კანონთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება და შვედეთში უცხოური დაფინანსების შეზღუდვის შესახებ შვედეთის მთავრობის ინიციატივა. მისი თქმით, ეს ყველაფერი სამარცხვინოა.

შვედეთის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შვედეთის მთავრობამ დანიშნა გამოძიების სპეციალური თავმჯდომარე, რომელიც შეაფასებს, უნდა აიკრძალოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება, ეს პროცესი კი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად და რომელიც მიიღეს ნაჩქარევად, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები