5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა.
ამ თარიღთან დაკავშირებით ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობრის“ ფარგლებში, დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა მიიღეს.
ჯვრის მონასტრის ფერდობზე სიმბოლურად წიწვოვანი სახეობის 5 ცალი ნერგიც დაირგო. პროექტის „ტყის მეგობარი“ ფარგლებში ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 31 ჰა ფართობისთვის ტყის გაშენების პროექტი მომზადდა.
ახალი ტყე საზოგადოებისა და კერძო სექტორის ჩართულობით შეიქმნება.
