კატეგორიები

„გამოცდები არავის აქვს ჩასაბარებელი” – შალვა პაპუაშვილი ევროპულ სტრუქტურებზე

„გამოცდები არავის აქვს ჩასაბარებელი” – შალვა პაპუაშვილი ევროპულ სტრუქტურებზე

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ხალხს უნდა აუხსნან, რა არის ნამდვილი ევროპა. მისი თქმით, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი ისე ახსენებს ევროპულ ღირებულებას, თითქოს, არსებობდეს რაღაც უფრო დაბალი ქართული ღირებულება. მისივე თქმით, ქართველი მაღალჩინოსნების განცხადებები ევროპარლამენტარებსა და ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერზე არის კრიტიკა, რომელიც ევროპაში სწყინთ.

მანვე ევროკავშირის სტრუქტურები და ცალკეული წევრ ქვეყნები, საქართველოში ექსტრემისტული ჯგუფების დაფინანსებაში დაადანაშაულა.

„ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ ახსნა, რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები. სამწუხაროდ, უკვე ძალიან შეეგუა ზოგიერთი ჯგუფი თუ პოლიტიკოსი, რომ ქართველებს ჭკუა ასწავლოს, რა არის ღირებულება და რა არა.

ახსენებენ ევროპულ ღირებულებას ისე, თითქოს, არსებობდეს უფრო დაბალი ქართული ღირებულება. ამიტომ ვფიქრობ, რომ დროა, ყველას შევახსენოთ, რომ აქ არავინ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის ჩასაბარებელი არ აქვს, ქართველ ხალხს საკმარისად აქვს თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ყველანაირი გამოცდა ჩაბარებული. ამიტომ შევახსენებ ყველას ევროპაში, მათ შორის ზოგიერთ ევროკომისარს, რომ თუკი რაიმე არის ევროპული ღირებულება და ევროპული წესი, ეს არის კრიტიკის მოსმენა, ატანა და კრიტიკაზე პასუხი.

ჩვენ რასაც ვხედავთ, არის, რომ კრიტიკას ხშირად ხვდებიან გაბუტული პოზით, თითქოს ეს არის თავდასხმა, შეურაცხყოფა და ა.შ. ეს ჩვეულებრივი მეთოდია, რომ თავიდან აირიდონ კრიტიკა და „გაღმა შედავებისავით“ რაღაც გაბუტულ პოზაში ჩადგნენ, ანტიევროპული უწოდონ რაღაც საკითხებს.

ჩვენ ვსაუბრობთ ყოველთვის ფაქტებით, კონკრეტული ფაქტებით, როცა ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება ექსტრემისტული ჯგუფები, როცა ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება პროპაგანდა. ყველა ამ საკითხზე გვაქვს მტკიცებულება და ფაქტი. ყოველ ჯერზე ვასახელებთ მტკიცებულებასა და ფაქტს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები