კატეგორიები

დაზიანებული ლიანდაგის გამო შეფერხდა მოსკოვი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლა

დაზიანებული ლიანდაგის გამო შეფერხდა მოსკოვი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლა
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური იტყობინება, რომ დღეს დილით ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურების შედეგად დაზიანდა ლიანდაგი ვორონეჟის ოლქში.
როგორც უწყება წერს, დაზიანება მემანქანემ შენიშნა და მატარებლის გაჩერება მოახერხა, რის გამოც შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში 20-ზე მეტი სამგზავრო მატარებელი გაჩერდა, მათ შორის მოსკოვიდან სოხუმში მიმავალი მატარებელიც.

მოგვიანებით რუსულ ტელეგრამარხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა კიდევ რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, პირველადი შემოწმების საფუძველზე არსებობს ყველა პირობა იმისათვის, რომ საქმე “ტერორიზმის” მუხლით აღიძრას.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები