მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSაშშ-მა ვეტო დაადო გაეროს რეზოლუციას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

აშშ-მა ვეტო დაადო გაეროს რეზოლუციას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

აშშ-მა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზაში დაუყოვნებელ და მუდმივად ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა. გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 14-მა დოკუმენტს მხარი დაუჭირა, თუმცა აშშ-მა ის დაბლოკა ტყვეების გათავისუფლებასთან პირდაპირი კავშირის არარსებობის გამო.

აშშ-ის წარმომადგენელმა დოროთი შეამ რეზოლუცია ისრაელის უსაფრთხოებისათვის მავნე  და „ჰამასის” წასახალისებელ გადაწყვეტილებად შეაფასა. ვეტო მძაფრად გააკრიტიკეს საბჭოს წევრებმა. პაკისტანის ელჩმა ეს ნაბიჯი საერთაშორისო პასუხისმგებლობისგან თავის არიდებად შეაფასა.

„ამ პროცესით დაკავება იმ დროს, როდესაც სერიოზული კითხვები ისმება გაეროს ეფექტიანობაზე, მისი დაფინანსებისა და რესურსების გამოყენებაზე,  სირცხვილია. ამ საბჭომ უფრო მაღალ სტანდარტს უნდა მიაღწიოს. ამავდროულად, აშშ-ის წარმომადგენლები ადგილზე მუშაობენ რეალურ შეთანხმებაზე, რომ ტყვეები გათავისუფლდნენ,  ცეცხლი შეწყდეს და  ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს დაზარალებულ რეგიონს. და ბოლოს, შეერთებული შტატები არასოდეს შეწყვეტს მუშაობას ტყვეობაში მყოფი ყველა პირის, მათ შორის „ჰამასის“ მიერ დახოცილი ოთხი ამერიკელის ცხედრის გადმოცემისთვის. „ჰამასის“ მიერ გატაცებულები უკვე 607 დღეა უმძიმეს პირობებში იმყოფებიან. მათ ჩვენ არ მივატოვებთ“, – განაცხადა  აშშ-ის ელჩის მოადგილემ გაეროში დოროთი კამილ შეამ.

„დიდმა ბრიტანეთმა დღეს მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას, რადგან გაუსაძლისი მდგომარეობაა ღაზაში და ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ მიზნად ვისახავთ ამ ომის დასრულებას, „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ადამიანების გათავისუფლებასა და პალესტინელებისათვის ღაზაში კატასტროფული ჰუმანიტარული მდგომარეობის შემსუბუქებას“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ბარბარა ვუდვარდიმ.

„ერთი რამ უნდა იყოს ნათელი: ეს მარცხი არ ჩაიწერება, როგორც უბრალოდ პროცედურული შენიშვნა. ის დარჩება ისტორიაში, ეს ნიშნავს თანამონაწილეობასა და დასტურს, რომ გაგრძელდეს განადგურება.  ეს ის მომენტი იყო, როდესაც მთელი მსოფლიო ელოდა ქმედებას. მაგრამ კიდევ ერთხელ, ამ საბჭოს ერთმა წევრმა შეუშალა ხელი პასუხისმგებლობის აღებას“, – განაცხადა პაკისტანის ელჩმა გაეროში ასიმ იფთიხარ აჰმადმა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც შეერთებული შტატები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას ვეტოს ადებს ერთი და იმავე მიზეზით, კერძოდ, რეზოლუცია არ მოიცავდა „ჰამასის” ტყვეების უპირობოდ გათავისუფლებას.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend