მთავარისაქართველოპარლამენტის თავმჯდომარემ გენერალურ აუდიტორად გიორგი გაბიტაშვილი წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ გენერალურ აუდიტორად გიორგი გაბიტაშვილი წარადგინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა, რომელიც ამ დრომდე გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა.

მისი თქმით, გენერალურ აუდიტორად გაბიტაშვილის არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

„გადავწყვიტე, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა. ვფიქრობ, გენერალურ აუდიტორად მისი არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტორის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომლებიც წინასაარჩევნოდ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას და რომელთა შესრულებისთვისაც მივიღეთ ქართველი ხალხის მანდატი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ახალი გენერალური აუდიტორი სანქცირებულ პირებს შორისაა. მას საერთაშორისო სანქციები ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის აქვს დაკისრებული. ყოფილი გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ინიშნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend