საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა.მისიამ საქართველოში არსებული ბოლოდროინდელი ეკონომიკური ვითარება, პერსპექტივები და რისკები მიმოიხილა.
როგორც სავალუტო ფონდში აღნიშნავენ, საქართველოში შენარჩუნებულია მზარდი ეკონომიკური აქტივობა, რომელზეც შესაძლოა სამომავლო პოლიტიკურ-ეკონომიკურმა სანქციებმა ნეგატიურად იმოქმედოს.
„საქართველოს ეკონომიკამ ძალიან ძლიერი მედეგობა და წინსვლა აჩვენა. ძლიერია მაკროეკონომიკური მართვა და ფისკალურად არის მყარი. საქართველოს აქვს ძლიერი პოზიცია, გააგრძელოს ეკონომიკური ზრდა, თუმცა არის დაჩენილი გარკვეული საქმეები, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ერთგული ვართ გარკვეული დარგობრივი რეფორმების, თანამშრომლობის და მხარდაჭერის მიმართულებით.
რამდენიმე რისკს გავუსვამ ხაზს საქართველოსთან მიმართებით, რაც გლობალური სავაჭრო წნეხიდან მომდინარეობს. რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის გამოც მომდინარეობს და იმ ეკონომიკური პირობების გამო, რაც გლობალურად არსებობს. მათი გამოძახილი საქართველოზე იქნება შემდეგი.
ახალი სანქციები, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს საქართველოზე, თუ მატერიალიზებულ იქნება ეს სანქციები. ადგილობრივად იყო წნეხი, პოლიტიკურ სიტუაციას ვგულისხმობ და სანქციების ხელახლა გამოჩენა, შესაძლოა, გავლენას ახდენდეს ეკონომიკურ სიტუაციაზე. კარგი ნიშანი ის არის, რომ საქართველოს ძალიან ძლიერი ბუფერები გააჩნია ფისკალური სივრცის გათვალისწინებით და ფინანსური სისტემის სიჯანსაღესთან მიმართებით.
ეს რისკები იქნება დაძლეული ამ ყოველივეს საფუძველზე“, – განაცხადა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.
მისიის ვიზიტის შემაჯამებელი ბრიფინგი, ეროვნულ ბანკში გაიმართა. ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები საქართველოს ეკონომიკის პარამეტრებთან მიმართებაში, საქართველოში გაკეთებულ პროგნოზებს ემთხვევა.