კატეგორიები

თბილისის მშრალი პორტი გაიხსნა

თბილისის მშრალი პორტი გაიხსნა
თბილისში პირველი მშრალი პორტი გაიხსნა, რომელიც რეგიონში პირველი თანამედროვე სარკინიგზო, საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალია.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტია, რომელიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში საკვანძო როლს შეასრულებს.

მისივე თქმით, ის მოემსახურება არა მხოლოდ ქართულ პორტებს, არამედ მას საერთაშორისო საზღვაო ხაზებისთვის საკონტეინერო ჰაბისა და დეპოს ფუნქციაც ექნება. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვანია, საქართველოს ეკონომიკური და რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები