შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იტალიისა და საქართველოს მთავრობები შეთანხმდნენ ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე.
უწყების ცნობით, რომში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა და იტალიაში საქართველოს პოლიციის ატაშემ, ვლადიმერ ბორცვაძემ იტალიის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მართვის მოწმობის ურთიერთაღიარების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს, განიხილეს შეთანხმების შინაარსობრივი მხარე, და „იმედი გამოთქვეს, რომ შესაბამისი პროცედურების ოპერატიულად დასრულების შემდგომ შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელი იქნება.“
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იტალიური მხარე თანამშრომლობისთვის სრულ მზაობას გამოთქვამს.
