საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინტერაქტიური პლატფორმის, ენერგეტიკის სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ახალი პორტალი მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის დაგეგმვასა და განვითარებაში.
მისივე თქმით, ეს არის შესაძლებლობა, რომ კერძო სფეროსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებმა ეფექტიანად მოიპოვონ, გაანალიზონ და გამოიყენონ ენერგეტიკული სექტორის სტატისტიკა.
პორტალზე თავმოყრილია სხვადასხვა მონაცემი, მათ შორის ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ნახევარი წლის ფასები, ასევე ენერგორესურსების ყოველთვიური წარმოების, იმპორტ-ექსპორტის და შიდა მიწოდების მონაცემები
