მთავარიმსოფლიოNATO„აშშ ერთგულია როგორც NATO-ს, ისე ალიანსის მეხუთე მუხლის მიმართ” - მარკ რუტე

„აშშ ერთგულია როგორც NATO-ს, ისე ალიანსის მეხუთე მუხლის მიმართ” – მარკ რუტე

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ სამიტზე გუშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება ნატოს მიმართ და ვაშინგტონი ევროპაში “თავისუფლების მთავარ გარანტორად” მოიხსენია.

„ნება მომეცით, პირდაპირი ვიყო. იანვრიდან მოყოლებული, ევროპელი მოკავშირეებისგან ორი კითხვა მესმის. პირველი კითხვაა: აშშ კვლავაა ნატოს ერთგული? პასუხია დიახ, ერთგულია როგორც ნატოს, ისე მეხუთე მუხლის მიმართ და პრეზიდენტმა ტრამპმა ეს შეხვედრებზე არაერთხელ გაიმეორა. ამრიგად, ჩემი ერთადერთი რჩევა ბევრი ევროპელი კოლეგისთვის ისაა, რომ ჩართეთ ტელევიზორი, რათა მისი ნათქვამი მოისმინოთ“, – ამბობს ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე.

მარკ რუტეს თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ნატოს მეხუთე მუხლის ერთგულია და მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონის ყურადღება ბოლო დროს აზიისკენაა მიმართული, ის ევროპაში მაინც ძლიერად იქნება წარმოდგენილი.

„რაც ჩვენ ვიცით ისაა, რომ აშშ-მა, ევროპასთან ერთად რა თქმა უნდა, ასევე უნდა იზრუნოს ახლო აღმოსავლეთზე, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე და ლოგიკურია, რომ ამ პროცესში ვაშინგტონის ყურადღება აზიისკენ უფრო მეტად გადაიხრება. თუმცა მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ბირთვული ქოლგით აშშ ევროპაში ტრადიციულად ძლიერ პოზიციაში იქნება წარმოდგენილი და ამაში ეჭვი არავის ეპარება. ისაა ჩვენი თავისუფლების მთავარი გარანტი“, – ამბობს ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე.

ვილნიუსში გამართულ სამიტს ესწრებოდნენ ევროკავშირის ლიდერები და ასევე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend